ქართული მედიის მხარდაჭერის პროექტი
ქართული მედიის მხარდაჭერის მიზნით კომპანია FORBI და NIMA–ს სადიპლომო პროგრამები საქართველოში ყოველ სასწავლო სეზონზე უსასყიდლოდ მოიწვევენ სასწავლებლად მედია-საშუალების რამდენიმე წარმომადგენელს, რომელიც უზღვება, მუშაობს ან ითავსებს მარკეტინგის ფუნქციას თავის კომპანიაში. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს მარკეტინგის ფუნქციის ეფექტურ განვითარებას ქართულ მედია-საშუალებებში და ამით გაზარდოს მათი მუშაობის შედეგიანობა.
მოცემული პირობები ეხება NIMA/EMC ორმაგი დიპლომის პროგრამას NIMA A Marketing Practitioner – მარკეტინგის პრაქტიკოსი. პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.forbi.biz
შერჩევა მოხდება საკონკურსო საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შემოიტანოთ შემდეგი სახის დოკუმენტები:
-
პროფესიული რეზუმე
-
სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მარკეტინგში საერთაშორისო კვალიფიკაციის მიღება და როგორ გამოიყენებთ მიღებულ პროფესიულ უნარ-ჩვევებს)
-
ცნობა სამუშაო ადგილიდან
-
ორი სარეკომენდაციო წერილი სამუშაო ადგილებიდან
აღნიშნული საბუთები გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: media@forbi.biz
საბუთების წარდგენა შეიძლება მოხდეს როგორ მედია-კომპანიის თანამშრომლის, ისე – ხელმძღვანელობის მხრიდან.
საბუთების მიღება გრძელდება 25 აგვისტომდე.
გამოცემის თარიღი:
25-08-2010 |