ელ. ფოსტა
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
შექმენით თქვენი ანგარიში
რა მეთოდებით ზრუნავს კომპანია თქვენს პროფესიულ განვითარებაზე?
შიდა კორპორატიული სწავლებით
გარე ტრენინგებზე თქვენი მივლინებით
ორივე გზით
თვითონ გიხდებათ ამაზე ზრუნვა
ძიება ბიბლიოთეკაში
ქართული კლავიატურა
ამოწერა
Eng | Geo
დასაწყისი  |  FAQ
| More
 
ხშირად დასმული კითხვები

 

1. რა არის EQF?

 

დიპლომი, რომელზეც EQF level არის მითითებული, გიადვილებთ საერთაშორისო კარიერულ პერსპექტივებს! EQF წარმოადგენს ევროკავშირის საკვალიფიკაციო სისტემას. მისი მიზანია, მოახდინოს ევროკავშირის ყველა ქვეყნის საკვალიფიკაციო მაჩვენებლების უნიფიცირება, რაც მოხსნის დიპლომების დამატებითი დადასტურების საჭიროებას და გააადვილებს სპეციალისტების როტაციას ევროკავშირის ქვეყნებში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

 

2. როგორ დამეხმარება EMC/NIMA- დიპლომი საზღვარგარეთ მუშაობის დაწყებაში?

 

EMC/NIMA- დიპლომის მფლობელი სასურველი კანდიდატია ნებისმიერი ევროპელი დამსაქმებლისთვის. EMC/NIMA- დიპლომი ოფიციალურად (!) ადასტურებს თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ისინი არ საჭიროებენ დამატებითდადასტურებას”, ვინაიდან მათზე მითითებულია ევროკავშირის საკვალიფიკაციო სისტემაში (European Qualification Framework) თქვენი შესაბამისობა.

 

3. საქართველოში გაცემულ დიპლომებს იგივეძალააქვს თუ არა, რაც ევროპაში გაცემულ EMC/NIMA- დიპლომებს?

 

დიახ, საქართველოში და ევროპაში გაცემული დიპლომები იდენტურია. ის პირები, რომლებიც საქართველოში გაივლიან სწავლას და ჩააბარებენ გამოცდებს, იღებენ ზუსტად იმავე დიპლომს, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ამას განსაზღვრავს, ის, რომ დიპლომის გაცემა ხდება ბელგიიდან / ნიდერლანდებიდან და არა საქართველოდან. 

 

4. როგორ არის შესაძლებელი უცხოეთში სამსახურის მოძებნა? / რამდენად რეალურია უცხოეთში (ევროპის ქვეყნებში) სამსახურის მოძებნა EMC/NIMA- დიპლომებით დღეს?

 

თქვენ შეგიძლიათ საქართველოდანვე დაუკავშირდეთ პოტენციურ დამსაქმებლებს ან შეიტანოთ განაცხადი არსებულ ვაკანსიაზე. საზღვარგარეთ ლეგალური სამუშაოსთვის თქვენ დაგჭირდებათ სამუშაო ვიზა, რომელზეც განაცხადის შესატანად საჭირო პირობაა სამუშაოდ მოწვევა დამსაქმებელი კომპანიისგან. ცხადია, ის, რომ თქვენ ევროკავშორში აკრედიტირებული დიპლომისა და კვალიფიკაციის მფლობელი ხართ, ბევრად ამაღლებს თქვენს კარიერულ პოტენციალს.

 

5. რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება?

 

EMC/NIMA- სადიპლომო პროგრამების ყველა ოფიციალურ წარმომადგენლის ქვეყანაში სწავლება მიმდინარეობს ლოკალურ ენაზე, საქართველოს შემთხვევაშიქართულ ენაზე. სტუდენტის არჩევით, გამოიყენება ინგლისურ ან რუსულენოვანი სახელძღვანელოები და დამატებითი ლიტერატურა. შესაბამის უცხო ენაზევე (ინგლისური ან რუსული) ბარდება წერითი გამოცდა. ზეპირი გამოცდა (სადიპლომო ნაშრომის დაცვა) მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

 

 6. მჭირდება TOEFL ან GMAT იმისათვის, რომ დავრეგისტრირდე EMC/NIMA- სადიპლომო პროგრამებზე?

 

არც ერთი მათგანი არ არის აუცილებელი EMC/NIMA- სადიპლომო პროგრამებზე სარეგისტრაციოდ.

 

7. რა მოხდება, თუკი გამოცდას ვერ ჩავაბარებ?

 

დიპლომის მისაღებად აუცილებელია ორივე გამოცდის (წერითი და ზეპირი) წარმატებით ჩაბარება. იმ შემხთვევაში, თუ მონაწილემ წარმატებით ჩააბარა მხოლოდ ერთ-ერთი გამოცდა, ხოლო მეორეზე ვერ მოაგროვა გამსვლელი ქულა, მას ჩაბარებული გამოცდის შეფასება უნარჩუნდება ორი საგამოცდო პერიოდის მანძილზე (გამოცდის ჩაბარება წელიწადში ორჯერ, ივნის/თებერვალშია შესაძლებელი) და მას მხოლოდ დარჩენილი გამოცდის გადაბარება მოუწევს. თუკი მონაწილემ ვერც ერთი გამოდა ვერ ჩააბარა, მას, ცხადია, შეუძლია, თავიდან ჩააბაროს გამოცდები.

ორივე შემთვევაში საჭიროა გამოცდებზე დარეგისტრირდეთ თავიდან ახალი სასწავლო სეზონის დაწყებისთანავე.

 

 
 
emc